logo
ENG



"ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას" - გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა

07 ოქტ 202112:04
3 წუთის საკითხავი
 
"ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას" - გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თავის ფეისბუქგვერდზე წერს, რომ გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მიიღებს მონაწილეობას.

"დამიდასტურდა კოვიდი. ძალიან უდროო დროს კი დამატყდა. კარგად ვარ. აცრილიც ვარ. გამოჯანმრთელებამდე ფოთის კამპანიაში ონლაინ მივიღებ მონაწილეობას. იმედი მაქვს 10 დღეში დავდგები ფეხზე. არცერთი დღე არაა დასაკარგი. გამარჯვება ახლოსაა. მას გაფორმება სჭირდება. ჩემზე არ იდარდოთ. ახლა მიშაა მისახედი ციხეში", - წერს ის. 

ცესკოს მონაცემებით, ფოთში მმართველი პარტიის ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ხმების 46.86% მიიღო, გიგი უგულავამ კი ხმების 38.09%. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება. 


close დახურვა